შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
უიარაღო![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფ. აბასთუმანი, ახლანდელი ზუგდიდის რ-ნი. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისში, 1893 წლიდან კიევის სასულიერო სემინარიაში, დაამთავრა 1894 წელს. პირველი მოთხრობა "მშვიდობით" 1895 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ "მოამბეში". 1896 წელს მღვდლად ეკურთხა. 1906 წელს ეკლესიიდან განდევნეს. ამის შემდეგ მან ინტენსიური ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო და თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("მოამბე", "დროება", "ჯეჯილი", "კვალი" და სხვ.). მისი პუბლიცისტური წერილები მიმართული იყო ცარიზმის წინააღმდეგ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უიარაღო იძულებული გახდა 1912 წელს გასცლოდა საქართველოს. 1912–1919 წლებში იგი სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე. მას ეკუთვნის სამეცნიერო ნაშრომები, სადაც ძირითადად კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთი ნაწილის ჰიდროგეოლოგიური საკითხებია შესწავლილი. უიარაღოს მნიშვნელოვანი თხზულება, რომელმაც მას საყოველთაო აღიარება მოუპოვა, არის "მამელუკი" (1912). მოთხრობა საქართველოს ერთ-ერთ უმწვავეს სატკივარს - ყმების უცხოეთში გაყიდვას ეხება. მასვე ეკუთვნის რომანი "მაძიებელნი" (1902). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10. - თბ., 1986. - გვ. 116; buki.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |