The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


ჩახრუხაძე

ჩახრუხაძე
Date of birth:11??
Date of death:12??
Category:Poet

Biography

XII – XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, რომელსაც მიეწერება "თამარიანის" ავტორობა. მასზე ცნობებს გვაწვდის ჩანართი სტროფი თხზულების ბოლოში: "მოხევის ძეთა ჩახრუხაძეთა ექო თამარი, მეფე წყლიანი". ჩახურხაძეს მიიჩნევენ "თამარიანის" ავტორად არჩილ II და ე. წ. აღორძინების ხანის სხვა მწერლები. ნ. მარის განმარტებით, ჩახრუხაძე წარმოშობით მესხი უნდა იყოს ("მაშა მეხელი" - მოხეტიალე მესხი), ზოგი მკვლევარი მას ხეობის მკვიდრად (მესხ მელექსედ) მიიჩნევს. კ. კეკელიძემ ყურადღება მიაქცია გელათის მონასტრის ხელნაწერის "დიდი სჯულის კანონის" (XIII საუკუნის I ათწლეული) ანდერძში მოხენებულ გადამწერს გრიგოლ ჩახრუხაჲსძეს, რომელსაც განზრახვა ჰქონია ბერად აღკვეცილიყო პალესტინაში, ქართველთა ჯვრის მონასტერში. ზოგი მკვლევარის აზრით, ხელნაწერის თარიღი, მეტყველების სტილი, ლექსიკა და სხვა გრიგოლ ჩახრუხაჲსძისა და "თამარიანის" ავტორის იდენტურობას გვაფიქრებინებს.

Bibliography


Share: