შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჩახრუხაძე![]()
ბიოგრაფიაXII – XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, რომელსაც მიეწერება "თამარიანის" ავტორობა. მასზე ცნობებს გვაწვდის ჩანართი სტროფი თხზულების ბოლოში: "მოხევის ძეთა ჩახრუხაძეთა ექო თამარი, მეფე წყლიანი". ჩახურხაძეს მიიჩნევენ "თამარიანის" ავტორად არჩილ II და ე. წ. აღორძინების ხანის სხვა მწერლები. ნ. მარის განმარტებით, ჩახრუხაძე წარმოშობით მესხი უნდა იყოს ("მაშა მეხელი" - მოხეტიალე მესხი), ზოგი მკვლევარი მას ხეობის მკვიდრად (მესხ მელექსედ) მიიჩნევს. კ. კეკელიძემ ყურადღება მიაქცია გელათის მონასტრის ხელნაწერის "დიდი სჯულის კანონის" (XIII საუკუნის I ათწლეული) ანდერძში მოხენებულ გადამწერს გრიგოლ ჩახრუხაჲსძეს, რომელსაც განზრახვა ჰქონია ბერად აღკვეცილიყო პალესტინაში, ქართველთა ჯვრის მონასტერში. ზოგი მკვლევარის აზრით, ხელნაწერის თარიღი, მეტყველების სტილი, ლექსიკა და სხვა გრიგოლ ჩახრუხაჲსძისა და "თამარიანის" ავტორის იდენტურობას გვაფიქრებინებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.91-92 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |