The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოე ჩხიკვაძე

ნოე ჩხიკვაძე
Date of birth:18 July, 1883
Date of death:24 May, 1920  (at 36 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის რაიონი.

სწავლობდა ფოთის საქალაქო სასწავლებელში. 1912 წლიდან ლექციებს ისმენდა მოსკოვის შანიავსკის ინსტიტუტში. ნ. ჩხიკვაძის პირველი ნაწარმოები 1908 წელს გამოქვეყნდა. მის პოეზიაში ნაჩვენებია ბედისაგან განწირულ ადამიანთა უნუგეშო ყოფა (ლექსები: "მონა ქალი", "ცხოვრება", "დიდხანს ვეძებდი" და სხვ.). თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლის რწმენა გამოხატულია მის ლექსებში: "უცხო მხარე", "მე არ ვტირი", "გედის ყივილი". პოეტი ხოტბას ასხამს გმირს, რომელიც დაუზოგავად იბრძვის ბედნიერი მომავლის დასამკვიდრებლად ("სამშობლო"). მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სატირას, რომლის საუკეთესო ნიმუშია "სათნოების ყვავილი ხარ". დიდი აღიარებით სარგებლობს ნოე ჩხიკვაძის ლექსი "N-ს".

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.391

Bibliography

  • ლექსები (Author). - ტფილისი, სახელგამი, 1930. - 222გვ.
  • ცისა და მიწის : ლექსები (Author). - ტფილისი, იაკობ ბ. ჩხიკვაძის გამოცემა, 1914. - 80გვ.

Share: