Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ციციშვილი![]()
Biographyმამამისი (ფარსადან ციციშვილი) დიდ როლს თამაშობდა XVII ს. ირან-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაში. ნ. ციციშვილი ერთხანს ირანში მოხვედრილა, სადაც ძირფესვიანად გასცნობია სპარსული მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს. 1640 წელს მონაწილეობდა როსტომ მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რომლის დამარცხების შემდეგ პატიება მიიღო როსტომის მეუღლის, დიდი მეცენატის მარიამ დედოფალის შემწეობით. სწორედ მას მიუძღვნა ვრცელი პოემა "ბარამგურიანი" ანუ "დიდი ბარამიანი", რომელიც აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტის (სასანიანთა მეფის ბაჰრამ გურისა და შვიდი მზეთუნახავის თავგადასავალი) ქართული ვერსიაა აღწერილი. თუმცა პოეტი შესავალში ასახელებს წინამორბედ პოეტებს (ნიზამი, ხოსროვ დეჰლევი, ნავოი, ჯამი), თხზულების წყაროს საკითხი საბოლოოდ გარკვეული არ არის. პოემა დაწერილია შაირით, იგრძნობა რუსთაველის დიდი გავლენა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-236გვ. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |