The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ციციშვილი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1658
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

მამამისი (ფარსადან ციციშვილი) დიდ როლს თამაშობდა XVII ს. ირან-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაში. ნ. ციციშვილი ერთხანს ირანში მოხვედრილა, სადაც ძირფესვიანად გასცნობია სპარსული მწერლობის საუკეთესო ნიმუშებს. 1640 წელს მონაწილეობდა როსტომ მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რომლის დამარცხების შემდეგ პატიება მიიღო როსტომის მეუღლის, დიდი მეცენატის მარიამ დედოფალის შემწეობით. სწორედ მას მიუძღვნა ვრცელი პოემა "ბარამგურიანი" ანუ "დიდი ბარამიანი", რომელიც აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტის (სასანიანთა მეფის ბაჰრამ გურისა და შვიდი მზეთუნახავის თავგადასავალი) ქართული ვერსიაა აღწერილი. თუმცა პოეტი შესავალში ასახელებს წინამორბედ პოეტებს (ნიზამი, ხოსროვ დეჰლევი, ნავოი, ჯამი), თხზულების წყაროს საკითხი საბოლოოდ გარკვეული არ არის. პოემა დაწერილია შაირით, იგრძნობა რუსთაველის დიდი გავლენა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-236გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: