| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
გიორგი წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფ. გორისა, ახლანდელი საჩხერის რ-ნი. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1860) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის (1861) რამდენიმე თვით დააპატიმრეს. მონაწილეობდა "მამებისა და შვილების" ბრძოლაში. საქართველოში დაბრუნებისთანავე (1863) გაზეთ "დროების" პირველი რედაქტორი იყო. დიდი ამაგი დასდო ქართულ თეატრს და სხვ. გიორგი წერეთლის მხატვრულ ნაწარმოებებში აისახა ბატონყმური წყობილების რღვევისა და ბურჟუაზიული საზოგადოების ჩამოყალიბების რთული პროცესი. იგი იმდროინდელი საქართველოს სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების უტყუარი სურათი მოგვცა გ. წერეთელმა მოთხრობაში "გულქანი" (1868 – 1897) და რომანში "პირველი ნაბიჯი" (1890 – 1891). "რუხი მგელი" (1892) მწერალმა დაგვიხატა თავად-აზნაურთა ზნეობრივი დაკნინება, გადაგვარება, სისასტიკე და "ივერიისა" და "კვალის" პოლემიკის დროს, 90-იან წლებში, იგი გაემიჯნა ქართველ სამოციანელთა ძირითად ბირთვს და "შეუფერავი რეალიზმის" მიმდევრად გამოაცხადა თავი, რასაც ქართველ მოღვაწეთა "დასებად" დაყოფა მოჰყვა. გ. წერეთელი "მესამე დასს" დაუახლოვდა, მაგრამ, როგორც მწერალი და მოაზროვნე, იგი არსებითად ისევ კრიტიკული რეალიზმის პოზიციებზე რჩებოდა. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

