Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჭალადიდელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფ. ჭალადიდი, სენაკის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1869 წელს. გიმნაზიის დასრულების შემდეგ პეტერბურგის ჯერ კონსტანტინეს, შემდეგ კი მიხეილის სახელობის საარტილერიო სასწავლებელში იუნკერის ჩინით ჩაირიცხა და თავისი სამხედრო კარიერა პოლკოვნიკისა და არტილერიის ბრიგადის დავიზიონის ხელმძღვანელის წოდებით დაასრულა. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1870 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში და რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში მსახურობდა. მისი ლექსები 1868 წლიდან იბეჭდებოდა "დროებაში", "მოამბეში", "ივერიაში" და სხვ. პირველი კრებული გამოიცა 1913 წელს. იგი "სამოციანელთა" მიმდევარი იყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია მშრომელისადმი დიდი თანაგრძნობით ("ქება შრომას", 1868), პატრიოტიზმით, თავისუფლების სიყვარულით ("მოლაღური გალიაში", 1872). გიორგი ჭალადიდელის სატრფიალო ლექსებია: "სატრფო", 1869; "ქართველო ქალო", "სიმღერა", 1870 და სხვ. მისი ზოგიერი პოპულარული ლექსი სიმღერად იქცა ("მოგონება", 1869; "ფაცხა"). მისი პირველი კრებული "რჩეული თხზულებები" გამოიცა 1913 წელს ქუთაისში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. - თბ., 1987. -გვ. 380; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.382; georoyal.ge; presa.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |