The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჭალადიდელი

გიორგი ჭალადიდელი
ოფიციალური სახელი:გიორგი ქოჩაკიძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1847
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 1898  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქის ბაღი, სენაკი
კატეგორია:პოეტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. ჭალადიდი, სენაკის მაზრა. 

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1869 წელს.  გიმნაზიის დასრულების შემდეგ პეტერბურგის ჯერ კონსტანტინეს,  შემდეგ კი მიხეილის სახელობის საარტილერიო სასწავლებელში იუნკერის ჩინით ჩაირიცხა და თავისი სამხედრო კარიერა პოლკოვნიკისა და არტილერიის ბრიგადის დავიზიონის ხელმძღვანელის წოდებით დაასრულა. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1870 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში და რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში მსახურობდა. მისი ლექსები 1868 წლიდან იბეჭდებოდა "დროებაში", "მოამბეში", "ივერიაში" და სხვ. პირველი კრებული გამოიცა 1913 წელს. იგი "სამოციანელთა" მიმდევარი იყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია მშრომელისადმი დიდი  თანაგრძნობით ("ქება შრომას", 1868), პატრიოტიზმით, თავისუფლების სიყვარულით ("მოლაღური გალიაში", 1872). გიორგი ჭალადიდელის სატრფიალო ლექსებია: "სატრფო", 1869; "ქართველო ქალო", "სიმღერა", 1870 და სხვ. მისი ზოგიერი პოპულარული ლექსი  სიმღერად იქცა ("მოგონება", 1869; "ფაცხა"). მისი პირველი კრებული "რჩეული თხზულებები" გამოიცა 1913 წელს ქუთაისში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. - თბ., 1987. -გვ. 380; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.382; georoyal.gepresa.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა გიორგის სახელობის ჯვარი

ბიბლიოგრაფია

  • თხზულებანი (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1965. - 266გვ.
  • კრებული : ლექსები და პოემები. პროზა, სცენები და წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1947. - 141გვ.
  • რჩეული ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1940. - 88გვ.

გააზიარე: