The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჯავახიშვილი

მიხეილ ჯავახიშვილი
Legal name:მიხეილ ადამაშვილი
Date of birth:8 November, 1880
Date of death:1937  (at 56 years)
Category:Writer

Biography

 დაბადების ადგილი: სოფელი წერაქვი, მარნეულის რაიონი.

XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, იყო თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921—1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ "ივერიას" (1904) და "გლეხს" (1906).

თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა "ტყის კაცით" (1923) დაიწყო მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე (მოთხრობები "ლამბალო და ყაშა", "ყბაჩამ დაიგვიანა", "მართალი აბდულაჰ", "ორი განაჩენი", "მიწის ყივილი", "ხუთის ამბავი" და სხვა.). მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული ("კვაჭი კვაჭანტირაძე", 1924), სოციალური ("ჯაყოს ხიზნები", 1925), სათავგადასავლო ("გივი შადური", 1928), ისტორიული ("არსენა მარაბდელი", 1933-1936), ფილოსოფიური ("თეთრი საყელო", 1926) რომანები. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნა გი დე მოპასანის, ჰ. სენკევიჩის, ა. ჩეხოვის, პ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი. 1933-1934 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა  განუხორციელებელი.

საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან წინააღმდეგობა მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.

Bibliography


Share: