Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაჩანა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რ-ნი. ქართველი პოეტი. გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1885) მასწავლებლობდა ვეჯინში, 1890 წლიდან კი - ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში. 1900-1920წწ. ასწავლიდა მაღაროსკარის, ჩარგლის, დუშეთის, სიღნაღისა და ბოდბის სკოლებში. საბოლოოდ დამკვიდრდა ქვემო ქედში. მწერლობა 80-იან წლებში დაიწყო. ბაჩანას პოეზიაში მთის ხალხთა ზეპირსიტყვიერებისა (კრებდა მის ნიმუშებს) და ქართული კლასიკური მწერლობის (განსაკუთრებით უფროსი ძმის, ვაჟა-ფშაველას) დიდი გავლენა შეინიშნება. მისი შემოქმედების თემატიკას იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავდა. ბაჩანას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბუნებას, როგორც ადამიანის ცხოვრებაში მონაწილე ყოცლისშემძლე ძალას. პოემაში "თაღლაურა" (1884), "ნანაის სიმღერა" (1889), "საფრთხე" (1891) პოეტი მთიელთა ყოფა-ცხოვრებას აღწერს; პოემა-რომანში "წაწლობა" (1919-1924) ფშავის თემის ზოგიერთი წეს-ჩვეულების დრომოჭმულობას ააშკარავებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977. - გვ. 252; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.52-53 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |