Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ბაჩანა
| Legal name: | ნიკო რაზიკაშვილი |
| Date of birth: | 16 May, 1866 |
| Date of death: | 18 December, 1928 (at 62 years) |
| Burial location: | თბილისი |
| Category: | Poet |
Biography
დაბადების ადგილი: სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რ-ნი.
ქართველი პოეტი. გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1885) მასწავლებლობდა ვეჯინში, 1890 წლიდან კი - ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში. 1900-1920წწ. ასწავლიდა მაღაროსკარის, ჩარგლის, დუშეთის, სიღნაღისა და ბოდბის სკოლებში. საბოლოოდ დამკვიდრდა ქვემო ქედში. მწერლობა 80-იან წლებში დაიწყო. ბაჩანას პოეზიაში მთის ხალხთა ზეპირსიტყვიერებისა (კრებდა მის ნიმუშებს) და ქართული კლასიკური მწერლობის (განსაკუთრებით უფროსი ძმის, ვაჟა-ფშაველას) დიდი გავლენა შეინიშნება. მისი შემოქმედების თემატიკას იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა განსაზღვრავდა. ბაჩანას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბუნებას, როგორც ადამიანის ცხოვრებაში მონაწილე ყოცლისშემძლე ძალას. პოემაში "თაღლაურა" (1884), "ნანაის სიმღერა" (1889), "საფრთხე" (1891) პოეტი მთიელთა ყოფა-ცხოვრებას აღწერს; პოემა-რომანში "წაწლობა" (1919-1924) ფშავის თემის ზოგიერთი წეს-ჩვეულების დრომოჭმულობას ააშკარავებს.
Bibliography
- საყმაწვილო თხზულებანი : (Author) // საყმაწვილო თხზულებანი, ვაჟა, თედო, ბაჩანა. - თბილისი, მერანი, 1994. - გვ.309-332
- მუხავ, მიყვარხარ, ტიალო : ლექსები, პოემები (Author). - თბილისი, მერანი, 1988. - 243გვ.
- დაბადება და აღზრდა ერეკლე ბატონიშვილისა (ლეგენდა) : პოემა (Author). - თბილისი, გამოცემა ქართველთა ამხანაგობისა N1, 1890. - 31გვ.
|