Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ბესიკი
| Legal name: | ბესარიონ გაბაშვილი |
| Date of birth: | 1750 |
| Date of death: | 24 January, 1791 (at 41 years) |
| Burial location: | ქ. იასი, რუმინეთი |
| Category: | Poet |
Biography
ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, თეიმურაზ II კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ვაჟი. მას ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია. ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია, - ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები. მისი ლირიკული ლექსებიდან აღსანიშნავია: ”სევდის ბაღს შეველ”, ”ტანო-ტატანო”, ”მე შენზე ფიქრმა მიმარინდა” და სხვ. მისი ლექსები, კერძოდ, XVIII საუკუნის II ნახევარში, სიმღერებად ვრცელდებოდა, რამაც დიდი პოპულარობა მოუპოვა. საგმირო-პატრიოტულ პოემაში ”ასპინძისათვის” ოსმალო-ლეკთა ჯარზე გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართველ გმირებს. ომის თემას ეხება აგრეთვე პოემა ”რუხის ომი”. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი ბგერწერა და მდიდარი მეტაფორული აზროვნება.
Bibliography
|