The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორენა (დედოფალი)

დაბადების თარიღი:100?
გარდაცვ. თარიღი:100?
კატეგორია:პოეტი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

საქართველოს დედოფალი XI საუკუნეში, ბაგრატ IV მეუღლე, ოსთა მეფის ასული, ბაგრატმა შეირთო ელენე დედოფლის გარდაცვალების შემდეგ. მიეკუთვნება ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ჰიმნი, დახვეწილი რითმებით გაწყობილი იამბიკო, წარწერილი მარიამ ღვთისმშობლის ხატის ზურგზე(სვანეთი, ლენჯერის ეკლესია). ჰიმნის ბოლო, მეხუთე ტაეპში მოხსენიებულია ავტორი: "ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირმრავალი". ზოგი მკვლევარი მას ბაგრატ IV მეუღლედ მიიჩნევს. გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება, რომ იამბიკოს ავტორია არა XI საუკუნეში მოღვაწე პოეტი ქალი, არამედ ცოტნე დადიანის მეუღლე, რომელიც XIII საუკუნეში ცხოვრობდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.463

ბიბლიოგრაფია

  • რომელმან ეგე ევას მიუზღვე ვალი (ავტორი) // ქართული მწერლობის საუნჯე, ტ. 2, ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობა . - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 296 გვ.. - ISBN: 978-9941-15-395-2

გააზიარე: