Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პარმენ ლორია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვაყუდე, ქუთაისის მაზრა. დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის ორკლასიან სასწავლებელში. 14 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ჩაქვის მეურნეობაში. 1914 წელს 18 წლის მეფის რუსეთის არმიაში გაიწვიეს. პირველი მსოფლიო ომის დროს ირანისა და ოსმალეთის პროვინციებში მოუხდა ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. ცხოვრების ეს მონაკვეთი აღწერილი აქვს თავის რომანში "დაზგიდან დაზგამდე". ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია და დოკუმენტური სიზუსტით ასახავს მწერლის მიერ განვლილ გზას. 1921 წელს ბრუნდება ქალაქ ბათუმში და მუშაობას იწყებს ბათუმის ახალდაარსებულ სახალხო მილიციაში. 1924-1936 წლებში შექმნა აგიტმხატვრული ბრიგადა და იმოგზაურა აჭარის სოფლებში. 1932-1952წწ. იყო საქართველოს მწერალთა ორგანიზაციის აჭარის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. იგი ოცამდე რომანის, მრავალი მოთხრობისა და ნოველის ავტორია. მათ შორის გამორჩეულია: "მევლუდი" (1936), "ჩაი" (1938), "შეხვედრა" (1943), "ნაირა" (1951), "განთიადი ხევში", "ტალღები" (1953), "მაღაროებში" (1954), "დაზგიდან დაზგამდე" (1959), "შვილები" (1960), "საიმედო მომავალი" (1965), "სართიჭალელი ჭაბუკი" (1968), "ჩემი პატარა ოჯახი" (1976), "ერთი დიდი საუნჯე" (1978), "კვალდაკვალ" (1982) და სხვ. პარმენ ლორიას პიესები ("განთიადი ხევში", "მევლუდი", "ნაირა", "დინარა", "პირველი საჩუქარი", "მეგობრობა" და სხვ.) ათეული წლების მანძილზე იდგმებოდა ბათუმის თეატრის სცენაზე. "ქართულმა ფილმმა" გადაიღო მწერლის რომანი "მევლუდი". აქტიურად მოღვაწეობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, თანამშრომლობდა ჟურნალ "ნიანგთან". აქვეყნებდა კორესპონდეციებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. ძირითადად ფსევდონიმით პ. ობოლი. მისი რომანები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში. რუსულ ენაზე თარგმნილია პ. ლორიას რომანები: "განთიადი ხევში", "შვილები", "ჩაი" და სხვ. მწერლის სახელი მინიჭებული აქვს ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას. სახლზე (ბარათაშვილის ქ. N14), სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მწერალი, განთავსებულია მემორიალური დაფა. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.164; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.435 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |