The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პარმენ ლორია

პარმენ ლორია
სხვა სახელი:პ. ობოლი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1896
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 1978  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა კავშირის პანთეონი, ქ. ბათუმი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვაყუდე, ქუთაისის მაზრა.

დაწყებითი განათლება მიიღო სოფლის ორკლასიან სასწავლებელში. 14 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ჩაქვის მეურნეობაში. 1914 წელს 18 წლის მეფის რუსეთის არმიაში გაიწვიეს. პირველი მსოფლიო ომის დროს ირანისა და ოსმალეთის პროვინციებში მოუხდა ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. ცხოვრების ეს მონაკვეთი აღწერილი აქვს თავის რომანში "დაზგიდან დაზგამდე".  ნაწარმოები ავტობიოგრაფიულია და დოკუმენტური  სიზუსტით ასახავს მწერლის მიერ განვლილ გზას. 1921 წელს ბრუნდება ქალაქ ბათუმში და მუშაობას იწყებს ბათუმის ახალდაარსებულ სახალხო მილიციაში. 1924-1936 წლებში შექმნა აგიტმხატვრული ბრიგადა და იმოგზაურა აჭარის სოფლებში. 1932-1952წწ. იყო საქართველოს მწერალთა ორგანიზაციის აჭარის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. იგი ოცამდე რომანის, მრავალი მოთხრობისა და ნოველის ავტორია. მათ შორის გამორჩეულია: "მევლუდი" (1936), "ჩაი" (1938), "შეხვედრა" (1943), "ნაირა" (1951), "განთიადი ხევში", "ტალღები" (1953), "მაღაროებში" (1954), "დაზგიდან დაზგამდე" (1959), "შვილები" (1960), "საიმედო მომავალი" (1965), "სართიჭალელი ჭაბუკი" (1968), "ჩემი პატარა ოჯახი" (1976), "ერთი დიდი საუნჯე" (1978), "კვალდაკვალ" (1982) და სხვ. პარმენ ლორიას პიესები ("განთიადი ხევში", "მევლუდი", "ნაირა", "დინარა", "პირველი საჩუქარი", "მეგობრობა" და სხვ.) ათეული წლების მანძილზე იდგმებოდა ბათუმის თეატრის სცენაზე. "ქართულმა ფილმმა" გადაიღო მწერლის რომანი "მევლუდი". აქტიურად მოღვაწეობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, თანამშრომლობდა ჟურნალ "ნიანგთან". აქვეყნებდა კორესპონდეციებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. ძირითადად ფსევდონიმით პ. ობოლი. მისი რომანები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში. რუსულ ენაზე თარგმნილია პ. ლორიას რომანები: "განთიადი ხევში", "შვილები", "ჩაი" და სხვ. მწერლის სახელი მინიჭებული აქვს ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას. სახლზე (ბარათაშვილის ქ. N14), სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მწერალი, განთავსებულია მემორიალური დაფა.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.164

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს აჭარის მწერალთა კავშირი, პირველი მდივანი, შემდგომ თავმჯდომარე (1932-1956)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: