Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკატერინე გაბაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში 1868 წელს. პირველი ნაწარმოები "გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ" გამოაქვეყნა 1870 წელს "დროებაში". ეკატერინე გაბაშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია; მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატიურა, სურათი; მისი ლიტერატურული შეხედულებები რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების და ქართველი "სამოციანელების", განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის იდეური ზემოქმედებით ჩამოყალიბდა. ეკ. გაბაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული საბავშვო მწერლობის განვითარებაში. იგი იყო ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შემდგომ კი მისი აქტიური თანამშრომელი. მისი საბავშვო მოთხრობები ყოველთვის საქრესტომათიო მასალა იყო ქართული სახელმძღვანელოებისათვის. მისი ხელშეწყობით დაარსდა ჭრა-კერვის შემსწავლელ ქალთა სკოლა; ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას, ეხმარებოდა ქალებს დაწყებითი განათლების მიღებაში. საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. წყარო: საქართველოს ქველმოქმედები XIX საუკუნე: საქართველოში მოღვაწე ქველმოქმედების ირგვლივ შექმნილი კალენდარი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა .- თბ.,.-გვ.5; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.15 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |