Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ნიკოლოზ გულაბერისძე
| Date of birth: | 11?? |
| Date of death: | 11?? |
| Category: | Writer, Religious leader, Philosopher |
Biography
საქართველოს კათოლიკოსი XII საუკუნის II ნახევარში, გიორგი III დროს. მწერალი და ფილოსოფოსი, იგი პროგრესულად მოაზროვნე იყო და სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციას ემხრობოდა. 1178 წელს კათალიკოსობიდან გადადგა და იერუსალიმში წავიდა. 1184 წელს თამარ მეფემ იერუსალიმიდან საქართველოში მოიწვია. ნიკოლოზ გულაბერისძე, ანტონ ქუთათელთან ერთად, ხელმძღვანელობდა საკლესიო კრებას. ნიკოლოზ გულაბერისძე მიჩნეულია ავტორად თხზულებისა "საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართის საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა". მასში აღწერილია საუფლო კვართისა და წმიდა ნინოს მიერ ქართველთა გაქრისტიანების ამბავი, აგრეთვე სვეტიცხოვლის ძველი და ახალი სასწაულთმოქმედება, რასაც ბოლოში დართული აქვს შესხმა "გიხაროდენ".
Bibliography
- თხზულებანი (Author). - მცხეთა, 2007. - 206 გვ.. - ISBN: 978-9941-9010-6-5
|