The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ I (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)

ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ გულაბერისძე
დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

საქართველოს კათოლიკოსი XII საუკუნის II ნახევარში 1149-1178 და 1184-** წლებში, გიორგი III დროს. მწერალი და ფილოსოფოსი, იგი პროგრესულად მოაზროვნე იყო და სამეფო  ხელისუფლების ცენტრალიზაციას ემხრობოდა. 1178 წელს კათალიკოსობიდან გადადგა და  იერუსალიმში წავიდა. 1184 წელს თამარ მეფემ იერუსალიმიდან საქართველოში მოიწვია. ნიკოლოზ გულაბერისძე, ანტონ ქუთათელთან ერთად, ხელმძღვანელობდა საკლესიო კრებას. ნიკოლოზ გულაბერისძე მიჩნეულია ავტორად თხზულებისა "საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართის საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა". მასში აღწერილია საუფლო კვართისა და  წმიდა ნინოს მიერ ქართველთა გაქრისტიანების ამბავი, აგრეთვე სვეტიცხოვლის ძველი და  ახალი სასწაულთმოქმედება, რასაც ბოლოში დართული აქვს შესხმა  "გიხაროდენ". საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სვიმონ IV-ს ძმისწული.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.433; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 101


გააზიარე: