The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია გურიელი

მამია გურიელი
სხვა სახელი:ვარდანიძე-გურიელი  (ფსევდონიმი)
მ. ფაზელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1836
გარდაცვ. თარიღი:6 აგვისტო, 1891  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანი (არქიელის გორა), ქ. ქუთაისი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლესა, ახლანდელი ლანჩხუთის რაიონი.

აღიზარდა გურიის მთავართა სასახლეში. 1851 - 1853წწ. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1853 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომებში (1853-1856წწ.). მალე თავი დაანება სამხედრო სამსახურს (1861). მამია გურიელმა ლექსების წერა სიყმაწვილეში დაიწყო. მისი პირველი გამოქვეყნებული ლექსია "ფარვანა" ("ცისკარი", №1). მის პოეზიაში აისახა მოუწყობელი საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრებით, მარტოობითა და სიღარიბით გამოწვეული სულიერი განცდები, მელანქოლია ("ფანტაზია", 1868; "ოცნება", 1887 და სხვ.). იგივე საფუძველი უდევს ბოჰემურ განწყობილებას, ღვინისა და ქალის ტრფიალში თავდავიწყების თემას ("რა კარგია ყმაწვილობა", 1881; "რათ მინდა?", 1887). მამია გურიელის პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი პატრიოტიზმია ("პოეტი და ჩვენება", 1883; "ჩემი ალავერდი", 1879). ჰუმანიზმითაა გამსჭვალული მისი ცნობილი ლექსი "ადამიანი" (1867). მასვე ეკუთვნის რომანტიული პოემა "რაშიდ ვარდანოღლი" (1872 - 1879წწ.); თარგმნილი აქვს ჯორჯ ბაირონის, ალექსანდრე პუშკინისა და მ. ლერმონტოვის თხზულებანი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.314; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.780-782; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 108

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამფუძნებელი წევრი (1879-1891)

ბიბლიოგრაფია

  • ლექსები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1978. - 56 გვ.

გააზიარე: