Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ლადო ასათიანი
| Legal name: | ვლადიმერ ასათიანი |
| Date of birth: | 14 January, 1917 |
| Date of death: | 23 June, 1943 (at 26 years) |
| Burial location: | დიდუბის პანთეონი, თბილისი |
| Category: | Poet |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ლექსების გამოქვეყნებისთანავე თვალსაჩინოდ გამოვლინდა მისი პოეზიის თავისებურება, რომელიც ორგანულად იყო დაკავშირებული ხალხური ზეპირსიტყვიერების სისადავესა და უშუალობასთან, XIX საუკუნის ქართული კლასიკური ლირიკის ტრადიციებთან. ასათიანის პოეზიის არსებითი თვისებაა მაჟორული ხმოვანება და ეროვნულ-პატრიოტული განწყობილება. ეს განწყობილება ბატონობს მის პატრიოტულ ლირიკაში ("სალაღობო", "კრწანისის ყაყაჩოები", "ცხრა ძმა ხერხეულიძე"), ძველი საქართველოს ყოფისა თუ პოეტის ბავშვობის ამსახველ კოლორიტულ სურათებში, ფიროსმანისამდი მიძღვნილ თავისებურ ციკლში ("ფიროსმანის დუქანი", "სასაფლაო", "ანდერძი") და სხვ. ნაადრევი სიკვდილის წინათგრძნობით აღძრული მწუხარე ფიქრები დაძლეულია სიცოცხლის შეუპოვარი რწმენით, რისი სათავეც მამულის სიყვარულია. საქართველოს ისტორიის მძაფრი პერიპეტიები ასათიანის პოემებსა ("სპინძა", "ბასიანის ბრძოლა") და ლექსებში განუყოფლად ერწყმის თანამედროვეობის ცხოველ განცდას. მის პოეზიას განსაკუთრებულ ელფერს სძენს ფრაზის სისადავე, სიტყვის მუსიკალობა, აზრის აფორისტული სიზუსტე, ტევადობა და წრფელი არტისტიზმი.
Bibliography
- წელიწადივით მწველი წადილი : ჩანაწერები (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 66 გვ.
- საქართველოში (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2005. - 109 გვ.. - ISBN: 99940-39-61-X
- ციხის სიზმარი : ლექსების კრებული (Author). - თბილისი, საარი, 2004. - 158 გვ.
- რჩეული (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1986. - 159 გვ.
- კრწანისის ყაყაჩოები : ლექსები (Author). - თბილისი, ნაკადული, 1979. - 30 გვ.
|