Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
დავით კლდიაშვილი
| Date of birth: | 29 August, 1862 |
| Date of death: | 24 April, 1931 (at 68 years) |
| Burial location: | მთაწმინდის პანთეონი, თბილისი |
| Category: | Writer |
Biography
დაბადების ადგილი: სოფ. სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის რაიონი.
დ. კლდიაშვილი დაიბადა იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. წლების მანძილზე იგი უმწიკვლოდ იღვწოდა ქართველი ერის საკეთილდღეოდ. მისი პირველი მხატვრული თარგმანები 1885 წელს, ჟურნალ "თეატრში" დაიბეჭდა. დ. კლდიაშვილის პირველსავე მოთხრობებში გამოვლინდა მისი სამწერლო პრინციპი - ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება, რითაც მან XIX საუკუნის ახალი ქართული პროზის დიდი ტრადიციები განავითარა. დ. კლდიაშვილის მთავარი თემა - იმერეთის გაღარიბებული, ე. წ. "შემოდგომის აზრაურების" ცხოვრების მწუხრის ასახვა - პირველად გამოჩნდა მოთხრობაში "სოლომონ მორბელაძე" (1894). სწორედ აქ დაინახა მწერალმა თავისი "ცრემლნარევი სიცილის" სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი ინდივიდულობა მიანიჭა. მწერალი მწვავედ განიცდის ყოველივე ამას და მხოლოდ იშვიათად მიმართავს მძაფრ, დაუნდობელ სატირას ("ბაკულას ღორები", 1920). დ. კლდიაშვილის შემოქმედებითი სტილისათვის დამახასიათებელია ის ძნელად მისაღწევი სისადავე და უბრალოება, რისი შექმნაც მხოლოდ დიდ მწერალს ხელეწიფება. უნუგეშო, დეგრადირებული ყოფის აღწერით მწერალი აფხიზლებდა მკითხველს, ზნეობრივი სრულყოფისაკენ, უკეთესი მერმისის დამკვიდრებისაკენ მოუწოდებდა მას.
Bibliography
- სამანიშვილის დედინაცვალი : რჩეული (Author). - თბილისი, ბაკმი, 2008. - 432 გვ.. - ISBN: 978-99940-27-47-7
- თხზულებანი : მოთხრობები, პიესები, მემუარები, მიმოწერა, მოგონებები დ. კლდიაშვილზე (Author). - თბილისი, განათლება, 1988. - 447 გვ.
- ჩემი ცხოვრების გზაზე (Author). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1984. - 204 გვ.
- დარისპანის გასაჭირი : სურათი ერთ მოქმედებად (Author). - თბილისი, საქ. თეატრ. საზ-ბის გამ-ბა ხელოვნება, 1947. - 30 გვ.
- ბაკულას ღორები : მოთხრობა საშუალო ასაკისათვის (Author). - თბილისი, საბლიტგამი, 1941. - 28 გვ.
- მემუარები (Author). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1932. - 376 გვ.
- მოთხრობანი (Author). - ტფილისი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა N 53, 1901. - 198 გვ.
|