Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ნიკო ლომოური
| Other name: | არბოელი (Pseudonym) გორელი (Pseudonym) ლევან ცაველი (Pseudonym) |
| Date of birth: | 19 February, 1852 |
| Date of death: | 30 April, 1915 (at 63 years) |
| Burial location: | გორი |
| Category: | Writer, Educator |
Biography
დაბადების ადგილი: სოფ. არბო, გორის რ-ნი.
გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1875 – 1879 წწ. სწავლობდა კიევის სასულიერო სემინარიაში. 1881 წლიდან იგი ერთხანს მასწავლებლობდა გორის სამასწავლებლო სემინარიასა და თბილისის ქალთა პროგიმნაზიაში. ნ. ლომოურის პირველი ლექსები 1871 წელს ჟურნალ ”მნათობში” გამოქვეყნდა, ხოლო 1885 წელს მისი ლექსები ცალკე წიგნად გამოიცა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა ”ალი” (1878 წ.), რომელიც 1879 წელს ჟურნალ ”ივერიაში” გამოქვეყნდა. ნ. ლომოურის შემოქმედება ქართველ ”სამოციანელთა”, განსაკუთრებით ი. ჭავჭავაძისა და რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეურ-მხატვრული ნააზრევით განვითარდა. მისი მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგდროინდელი ქართული სოფლის ყოფა. ლომოურის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ისტორიული მოთხრობები (”წინაპართა აჩრდილნი”, 1902; ”ხერხი სჯობია ღონესა”, 1914). იგი ავტორია მრავალი პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილისა. მწერლის შემოქმედება ხასიათდება ლაკონიური და მკაფიო სტილით, დახვეწილი ენობრივი მასალით, პერსონაჟთა და სიტუაციათა რელიეფური ხატვით. ნიკო ლომოურის მოთხრობები შეტანილია სასკოლო სახელმძღვანელოებში.
Bibliography
- პუბლიცისტური წერილები (Author). - თბილისი, დედაენა, 2002. - 212 გვ.
- პაწია მეგობრები : მოთხრობები (Author). - თბილისი, საქართველო, 1990. - 174 გვ.
- ქაჯანა (Author). - თბილისი, ნაკადული, 1986. - 37 გვ.
- ალი (Author). - თბილისი, საბლიტგამი, 1955. - 52 გვ.
- გიგო ღრუბელაშვილი (Author). - ტფილისი, სახელგამი, 1928. - 36 გვ.
|