The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


ნიკო ლორთქიფანიძე

ნიკო ლორთქიფანიძე
Legal name:ნიკოლოზ ლორთქიფანიძე
Date of birth:17 September, 1880
Date of death:25 May, 1944  (at 63 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი:  სოფ. ჩუნეში, წყალტუბოს რაიონი.

 სწავლობდა ჯერ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ კი საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაამთავრა. სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში - ლეობენის სამთო აკადემიაში. 1907 წელს ნ. ლორთქიფანიძე სამშობლოში დაბრუნდა. იგი გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისისა და ქუთაისის სკოლებში და 1928–1940 წლებში საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში, სადაც შემდგომში უცხო ენათა კათედრის გამგე გახდა. 1921–1924 წლებში ნ. ლორთქიფანიძე ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ნ. ლორთქიფანიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "ნიშადური", "საქართველო", "ივერია", "თეატრი და ცხოვრება", "დროება", "სახალხო გაზეთი" და სხვ. მან იმთავითვე მიიქცია ყურადღება, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით (200-მდე მინიატურა, ნოველა, მოთხრობა, 1 რომანი, 2 პიესა) გამოირჩევა. მხატვრული სიტყვის ბრწყინვალე ოსტატმა ნ. ლორთქიფანიძემ მნიშვნელოვნად განსაზღვრა XX საუკუნის ქართული პროზის განვითარება.

Bibliography


Share: