The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


სოფრომ მგალობლიშვილი

სოფრომ მგალობლიშვილი
Date of birth:20 July, 1851
Date of death:30 December, 1925  (at 74 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფ. დირბი, ქარელის რ-ნი.

 1867 წელს დაასრულა გორის სასულიერო სასწავლებელი და 1873 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. 1893-1897 წლებში მუშაობდა ფოთში, სამეგრელოს საეპარქიო სამმართველოში, ხოლო 1897-1910 წლებში - თბილისში, სინოდის კანტორაში. გორის ხალხოსანთა რევოლუციურ ორგანიზაციაში მონაწილეობისათვის ორჯერ (1876 და 1878 წლებში) იყო დაპატიმრებული. იგი თანამშრომლობდა ქართველ ხალხოსანთა ჟურნალში "იმედი", 1912-1913 წლებში გაზ. "ჩვენი დროების", ხოლო 1912 წლიდან გაზ. "თემის" რედაქტორი იყო. ს. მგალობლიშვილი ხალხოსნური მიმართულების მწერალია. მის შემოქმედებაში აისახა ქართველი გლეხობის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნის წინა პერიოდიდან 1905-1907 წლების რევოლუციისა და მისი მომდევნო რეაქციის ხანამდე. მის მოთხრობებში ("დედა მაია", 1880; "ღამის მეხრე ცეცო", 1881; "მთიული სოსე", 1892 და სხვ.) გამოხატა გლეხობის უსასოო მდგომარეობა, მათი შეუბრალებელი ექსპლოატაცია ვაჭრების, მემამულეებისა და მეფის მოხელეთა მიერ. მგალობლიშვილმა თავის ნაწარმოებებში ქართველი გლეხი ქალების საინტერესო სახეები შექმნა. ს. მგალობლიშვილს ეკუთვნის აგრეთვე მემუარული ხასიათის მოგონებები (გამოიცა 1938 წელს), ვრცელი ავტობიოგრაფიული მოთხრობა "წარსულიდან" (1898-1900 წწ.), პოპულარული საყმაწვილი მოთხრობები - "თინიას გიშერა" (1890 წ.), "ყაყიტას ქურდი" და სხვ. ს. მგალობლიშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

Bibliography


Share: