Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მერჩული![]()
BiographyX საუკუნის ქართველი მწერალი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი, განსწავლული პიროვნება იყო, იცოდა უცხო ენები, საფუძვლიანად იცნობდა სასულიერო მწერლობასა და ქრისტიანულ თეოლოგიას. მოღვაწეობდა ხანძთის სავანეში. 951 წელს, აქვე დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რისთვისაც გამოიყენა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიულ-ლიტერატურული წყარო (კირილე ალექსანდრიელის, იპოლიტე რომაელის, კირილე სკვითოპოდელისა და სხვათა თხზულებანი). თხზულება განავრცო ბაგრატ ერისთავთ-ერისთავმა 958-966 წლებში. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ასახავს VIII - IX საუკუნეებში გაჩაღებულ სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, გრიგოლისა და მის მოდასეთა თავგადასავალს. თხზულებაში გადმოცემულია ქართველთა ეროვნული მთლიანობის იდეა. მწერალი ქრისტიანული იდეოლოგიის მტკიცე დამცველია, ქადაგებს პატრიოტიზმისა და კაცთმოყვარეობის იდეებს. ძეგლი პირველხარისხოვანი საისტორიო წყაროა. გიორგი მერჩულე ქართული პროზის დიდოსტატია. მისთვის დამახასიათებელია ხატოვანი და ძარღვიანი, ზოგჯერ სადა და მარტივი ენა, ბრწყინვალე მხატვრული გამომსახველობითი ხერხები, განცდის სიწრფელე და უშუალობა. ჩვენამდე მოღწეულია XII საუკუნით დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი (მიაკვლია ნ. ჩუბინაშვილმა 1845 წელს). 1902 წელს ხელნაწერი აღწერა ნ. მარმა და მანვე გამოსცა მეცნიერულად რუსული თარგმანითურთ (Тексты и разискания по армяно-грузинской философии. VII. СПБ. 1911). ლათინურად თარგმნა პ. პეტერსენმა (1923). 1956 წელს დ. ლანგმა გამოაქვეყნა მისი ინგლისური პარაფრაზი. საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიაშიც. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |