Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ფოცხვერია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1983 წელს, ხოლო 1993 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი(რეჟისორ გიორგი შენგელაიას კლასი). 1993 წლიდან სწავლა განაგრძო დიდი ბრიტანეთის კენტის უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი (კინო და მედია). ავტორია მრავალი ლექსის, მოთხრობის, რომანის, კინოსცენარებისა(ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე) და ჩანახატებისა. იყო ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის დამაარსებელი და საეკლესიო საბჭოს პირველი თავმჯდომარე. ორჯერ შეხვდა ინგლისის დედოფალ ელისაბედ II: პირველად კათოლიკოს-პატრირქის ილია II და მეორედ, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ (გარმელიას) აუდიენციისას. მისი ლექსები გამოცემულია რუსულ და ინგლისურ ენებზე. გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "რექვიემი" (1992წ.), "სიყვარული ლონდონში" (1999წ.), "ნაგავი" (ლონდონი, 2003წ.). 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიდ ბრიტანეთში, კენტის უნივერსიტეტში. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |