The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


ჯანსუღ ჩარკვიანი

ჯანსუღ ჩარკვიანი
Date of birth:30 September, 1931  (83 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფ. სურმუშში, ცაგერის რ-ნი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (ჟურნალისტიკის განყოფილება) 1956 წელს. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1947 წელს, პირველი წიგნი - "ერთი ღამის სიჩუმეში" - 1959 წელს. 1962-1963 წლებში ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელი მდივანია, 1963-1967 წლებში - ჟურნალ "დილას" მთვარი რედაქტორი, 1967-1977 წლებში - ჟურნალ "ცისკრის" მთვარი რედაქტორია, შემდეგ - ჟურნალ "დროშას" მთვარი რედაქტორი, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" დირექტორი. აღსანიშნავია პოეტის წიგნები "რწმენის კედელი" (1970), "დიდი ნათელი" (1980), "ერთტომეული" (1981), "რჩეული პოემები" (1983), "მე და შენ" (1984), "არცა ვმსახურობდე სხვას"! (1989), პუბლიცისტური წიგნი "თავისუფლება ლომთა ხვედრია".  მის მიერ თარგმნილია ტარას შევჩენკოს, კოროტიჩის, დრაჩის, ევტუშენკოს, ოკუჯავას, ვოზნესენსკის, ახმადულინას ლექსები. 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია  ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ესპანურ, პოლონურ და სხვა ენებზე.  მის ლექსებზე შექმნილია ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები.

Member of Organizations

  • მსოფლიო მწერალთა გაერთიანების "პენ-კლუბის" საქართველოს განყოფილება, პრეზიდენტი (1991-1998)
  • საზოგადოება "თბილისელი", პრეზიდენტი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი , მდივანი (1977-1987)
  • საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს პარლამენტი, დეპუტატი (1995-1999)
  • საქართველოს პარლამენტი, დეპუტატი (1999-2003)

Awards and Honors

  • 2005 - აზერბაიჯანის გაზეთ "ხელოვნების" ჯილდო - "ხელოვანთა სოლიდარობის" საერთაშორისო პრემია
  • 1998 - შალვა დადიანის სახელობის პრემია
  • 1996 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1981 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1978 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 1967 - საქართველოს კომკავშირის პრემია
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1983-84 წლებში გამოქვეყნებული ლექსების ციკლისთვის
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: