Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ გამყრელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიის განყოფილება სემიტოლოგიის სპეციალობით 1952 წელს. 1953 წლიდან ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1966 წელს სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგედ დაინიშნა; 1973 წლიდან აკ. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორია; უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი; 1987 წელს დაინიშნა ცენტრალურ საენათმეცნიერო ორგანოს, ჟურნალ "Вопросы языкознания"-ს მთავარ რედაქტორად; იკვლევდა აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლური ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხებს; მან გადაჭრა ხეთური ენის ინდოევროპულ ენებთან მიმართების სადავო საკითხი; ხეთოლოგიურ ნაშრომთაგან მნიშვნელოვანია აგრეთვე გამოკვლევები ხეთური სოლისებრი დამწერლობის წარმოშობისა და ხეთური კონსონანტიზმის ინდოევროპულ კონსონანტიზმთან მიმართების შესახებ; ქართველოლოგიურ ნაშრომებში აღდგენილია საერთო ქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელები; ნაშრომები გამოცემულია უცხოურ ენებზეც; 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1992-1995 წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999 წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004 წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს: ალექსანდერ ჰუმბოლდტის სახელობის საერთაშორისო პრემია (1989), აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის "ღირსების ოქროს მედალი" (1998), ჩიკაგოს უნივერსიტეტისა და ბონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 200 სამეცნიერო ნაშრომისა და 12 მონოგრაფიის ავტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხეთური ენის პროინდოევროპული ელემენტები", დაიცვა 1956 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხეთური ენა და ლარინგალური თეორია", დაიცვა 1960 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.108; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.316; კარგ ქართველთა სასაფლაო: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |