The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


თამაზ გამყრელიძე

თამაზ გამყრელიძე
Date of birth:23 October, 1929  (84 years)
Category:Linguist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1952 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიის განყოფილება სემიტოლოგიის სპეციალობით. ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1973 წლიდან აკ. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორია. 1966 წლიდან სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრის გამგე, 1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ხეთური ენის პროინდოევროპული ელემენტები", 1960 წელს სადოქტორო - "ხეთური ენა და ლარინგალური თეორია". 

თამაზ გამყრელიძე იკვლევს აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლური ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხებს. მან გადაჭრა ხეთური ენის ინდოევროპულ ენებთან მიმართების სადავო საკითხი. ხეთოლოგიურ ნაშრომთაგან მნიშვნელოვანია აგრეთვე გამოკვლევები ხეთური სოლისებრი დამწერლობის წარმოშობისა და ხეთური კონსონანტიზმის ინდოევროპულ კონსონანტიზმთან მიმართების შესახებ. ქართველოლოგიურ ნაშრომებში აღდგენილია საერთო ქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელები.

თამაზ გამყრელიძის ნაშრომები გამოცემულია უცხოურ ენებზეც. 1987 წელს დაინიშნა ცენტრალურ საენათმეცნიერო ორგანოს, ჟურნალ "Вопросы языкознания"-ს მთავარ რედაქტორად.

Member of Organizations

  • ავსტრიის მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი საპატიო წევრი
  • ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი საპატიო წევრი
  • ბონის უნივერსიტეტი, საპატიო დოქტორი
  • ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემია, უცხოელი საპატიო წევრი
  • ევროპის ლინგვისტური საზოგადოება, პრეზიდენტი (1986-1987)
  • ევროპის ლინგვისტური საზოგადოება, წევრი
  • ინდოევროპული საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ლინგვისტიკური საზოგადოება, საპატიო წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-)
  • ჩიკაგოს უნივერსიტეტი, საპატიო დოქტორი

Awards and Honors

  • 2000 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის "ღირსების ოქროს მედალი 2000"
  • 1996 - ჟიული შარტავას სახელობის პრემია (ლაურეატი)
  • 1989 - ჰუმბოლდტის საერთაშორისო პრემია (ლაურეატი)
  • 1979 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე)
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია

Bibliography


Share: