The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი აბაშიძე

ირაკლი აბაშიძე
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:14 იანვარი, 1992  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხონი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს.

იყო ჟურნალების "ჩვენი თაობის" (1938-39) და "მნათობის" (1946-53) რედაქტორი; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს; 1963-1985წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან არსებული "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე; 1966-1992წწ. - ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი; პოეტის პირველმა ლექსებმა, რომლებიც 1928-1929წწ. იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, იმთავითვე მიიპყრო ყურადღება; პირველი კრებულებია: "რამდენიმე ლექსი"(1932წ.), "ახალი ლექსები"(1938წ.), "ლექსები"(1941წ.). 1950-60-იან წლებში ი. აბაშიძემ იმოგზაურა ინდოეთში, 1960 წელს მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციაში. ამ მოგზაურობების შედეგად შეიქმნა ლექსების წიგნი "რუსთაველის ნაკვალევზე". 1965 წელს ირაკლი აბაშიძემ დააფუძნა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და კომიტეტის პირველ თავმჯდომარედ დაინიშნა. ი. აბაშიძეს ეკუთვნის რამდენიმე ლირიკული ციკლი: "მონადირის ღამეები", "ჰყვავის გურია", "ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე", "მონოლოგი აჩრდილებთან", "ქარები რიონის ხეობაში", საბავშვო ლექსები და პოემები ("რას გადაურჩა თბილისი", 1955 წ.) და სხვა. ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. სრულად მისი ლექსები თარგმნეს ბ. პასტერნაკმა, ბ. ახმადულინამ, ე. ევტუშენკომ, ა. მეჟიროვმა, მ. სიძელნიკოვმა და სხვა. გერმანულად ი. აბაშიძის ლექსები თარგმნა ჰ. ბუდენზიგმა.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია.-თბ., 1997.-გვ.23; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 20; "მამულიშვილთა სავანე". - თბ., 1994. -გვ. 19.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსთაველის საზოგადოება, პირველი თავმჯდომარე (1982-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (1970-1976)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, მდივანი (1968-1970)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის თავმჯდომარე (1967-1968)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-1944)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, პირველი მდივანი (1953-1966)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1987 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
    ოცი ლექსი გალაქტიონ ტაბიძეს, თბ.: მერანი, 1986 - 39გვ.
  • 1980 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1979 - სომხეთის სსრ კულტურის დამსახურებული მოღვაწე
  • 1979 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1972 - ჯ. ნერუს სახელობის საერთაშორისო პრემია
    რუსთაველის ნაკვალევზე : ლექსები/ირაკლი აბაშიძე. - თბილისი : საბჭ. მწერალი, 1959. - 62გვ.
  • 1965 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    რუსთაველის ნაკვალევზე : ლექსები/ირაკლი აბაშიძე. - თბილისი : საბჭ. მწერალი, 1959. - 62გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: