Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო კალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ეწერი(ჯიქთუბანი), სამტრედიის რაიონი. სწავლობდა ჯერ ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ - თბილისში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს ახალგაზრდულ პრესაში. 1924 წელს რედაქტორობდა ჟურნალ "პროლემაფს". 1927-1930 წლებში იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი. 1931 წელს მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლიტერატურული გაზეთი "სიტყვა და საქმე". 1924 წელს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა პროლეტარული მწერლების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. აქტიური როლი შეასრულა მწერალთა კავშირის შექმნაში. 1968-1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "მერანის" დირექტორად. მისი ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდა 1926 წელს, ამავე წელს გამოქვეყნდა პიესა "ტრაღედია ოხ". 1928 წელს ქუთაისის თატრში, რომელსაც კ. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა, დაიდგა პიესა "როგორ". ხოლო 1929 წელს პიესა "ხატიჯე". მისი დრამატული ნაწარმოებიდან აღსანიშნავია კომედია "სახლი მტკვრის პირას" (1930). 30-იან წლებში დაწერილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია პოემა "უჩარდიონი" (1932), "მთების ეპოსი" (1935), ლექსების ციკლი "ხერთვისის განთიადები" (1935) და სხვა. დიდი სამამულო ომის დროს ხანგრძლივად იმყოფებოდა ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე და შექმნა ლექსებისა და პოემების წიგნი "შეხვედრები ბრძოლის ველზე" (1942). 60-70-იან წლებში კალაძის პოეზიის სამყარო გაფართოვდა ტრადიციული თემატიკის ახლებური გააზრებით. პოეტი სიცოცხლესა და სიხარულს უმღეროდა თავისი ლექსების ციკლში: "სამოციანი წლები", "ლირიკა", ჩემს ძალაში" და სხვა. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.202 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |