The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო კეცხოველი

ნიკო კეცხოველი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ კეცხოველი
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1897
გარდაცვ. თარიღი:26 დეკემბერი, 1982  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტყვიავი, გორის რაიონი.

1916 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი, ამავე კათედრის პედაგოგი. 1933 წლიდან გარდაცვალებამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა კათედრას. 1945-52 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო 1963 წლიდან გარდაცვალებამდე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1917 წელს ნიკო კეცხოველის უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია და წლების მანძილზე იყო მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921–1924 წლებში იყო ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის არალეგალური მთავარი კომიტეტის წევრი და "დამკომი"–ს წევრი ახალგაზრდა ეროვნულ–დემოკრატთა ორგანიზაციიდან. 1921 და 1923 წლებში იყო დაპატიმრებული. 1924 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ ჩამოცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. ნიკო კეცხოველის სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მისი აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. ავტორია მრავალი ლიტერატურული ნარკვევის, ნოველის და მოთხრობისა. ბოტანიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. მიღებული აქვს სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის მცირე ოქროს მედალი (1939), საკავშირო საზოგადოების "ცოდნის" პრემია (1975) და სხვ.

წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე.-თბ.,1994.-გვ.215;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 637

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1979 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1975 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია
  • 1974 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1970 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • 1960 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
    პუბლიცისტური მოღვაწეობისათვის
  • 1945 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი (3 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: