The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


გელა დუმბაძე

გელა დუმბაძე
Date of birth:13 June, 1965  (48 years)
Category:Painter, Novelist , Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს.

1989-1996წწ. იყო საბავშვო ესთეთიკურ-საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორი; 1996-1998წწ. კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და საშუალო სკოლებში შემდეგ საკითხებზე: რელიგია და განმანათლებლობა; ორატორული ხელოვნება და საჯარო გამოსვლის ტექნიკა. 1998 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ თანამდებობებზე, აგრეთვე საქართველოს საელჩოებში: აზერბაიჯანის რესპუბლიკასა (2001-2005წწ.) და რუსეთის ფედერაციაში (2007-2009წწ.); 2009 წლიდან დღემდე უკრაინაში საქართველოს საელჩოში. მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.

მისი პირველი კრებული "ყვითელი ტროლებუსი", გამოიცა 1996 წელს, ხოლო ნოველების მეორე კრებული "მე მორბენალი" - 2006 წელს. ავტორის პიესები დადგმულია საქართველოს რადიოს პირველი არხის მიერ 1996 წელს; აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფ. ალიბეგლოს ილია ჭავჭავაძის სახ. ქართული დრამატული თეატრის მიერ -2005 წელს.

გ. დუმბაძის ფერწერული ნამუშევრები გამოფენილია ქ. თბილისში გალერეა "Artgalleryline"-ში. 2012 წლის ივნისში ქ. კიევის გალერეა "Artholl"-ში გაიმართა მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა.

Member of Organizations

  • ძეგლთა დაცვის ახალგაზრდული გაერთიანება, დამფუძნებელი (1987-)

Awards and Honors

  • 1996 - ქართულ-გერმანული კონკურსი (ლაურეატი)
  • 1993 - გაზეთ "მამული"-ს ლიტერატურული კონკურსი (ლაურეატი)
  • 1987 - ლიტვის ლიტერატურული კონკურსი (ლაურეატი)

Bibliography

  • მე-მორბენალი : კრებული (Author). - თბილისი, ინოვაცია, 2007. - 224გვ.
  • ყვითელი ტროლეიბუსი : ნოველები, შტრიხები პორტრეტისათვის, რადიო პიესა (Author). - თბილისი, გაზ. "სამშობლო ფორტე", 1995. - 120გვ.

Share: