The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ბელიაშვილი

აკაკი ბელიაშვილი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1903
გარდაცვ. თარიღი:14 თებერვალი, 1961  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქორეთი, ახლანდელი საჩხერის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გიმნაზიაში სწავლის დროს ბელიაშვილი ხელნაწერ ჟურნალებში აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და პიესებს. 30-იანი წლებიდან ხელი აიღო ფორმალისტურ ძიებებზე. თავის ნაწარმოებებში (მოთხრობათა კრებულები: 1933, 1935, 1937) ბელიაშვილი ქართველი ხალხის ყოფასა და შრომას წარმოსახავს; სატირულ-იუმორისტულ მოთხრობებში "მეზობლები" (1935), "უცნობი" (1936), "ქსენოფონტეს გასაჭირი" (1936),"იუსტინეს ხაფანგი" (1938), "მამონას ცდუნება" (1940) და სხვა, მწერალი ამხელს წარსულის გადმონაშთებს, დასცინის მავნე ჩვევებს, მომხვეჭელობასა და მეშჩანობას. ბელიაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია სამტომიანი ისტორიული რომანი "თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა" (1945-1948), რომლშიც გამოჩენილი პოეტის მხატვრულ ბიოგრაფიასთან ერთად წარმოდგენილია XVIII საუკუნის საქართველოს საზოგადო-პოლიტიკური ცხოვრება. რომანში ასახულია რთული და ტრაგიკული სამყაროს ეპოქა, როცა მაჰმადიანური სამყაროს მოძალეობის გამო ერეკლე II იძულებული გახდა ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობა ეძია. რომანში "ოქროს ჩარდახი" (წგნ. I, 1952) კვლავ ბესიკის თავგადასავალია გადმოცემული, ოღონდ ახლა უკვე დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მოვლენათა ფონზე. დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის პატრიოტულ სულისკვეთებას და ახალგაზრდობის აღზრდის პრობლემებს ეძღვნება რომანი "უღელტეხილი" (1956). რომანში "ვეფხია ხალიბაური" (ნაწ. 1-2, 1959-1960) ბელიაშვილი ასახავს ქართველ მეტალურგების შრომასა და ყოფას. ჩვენი თანამედროვეობა, ახალგაზრდობის შრომითი საქმიანობა დაედო საფუძვლად რომანს "შვიდკაცა" (1960), რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. ბელიაშვილი კინოდრამატურგიც იყო, მისი სცენარებით შეიქმნა ფილმები: "ცანის ხეობის საუნჯე" (1941), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954) და სხვა. მას ეკუთვნის პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიები. მიღებული აქვს ორი ორდენი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.81

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • "ფუტურისტ-ლეფელების" ლიტერატურული დაჯგუფება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: