The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი გაწერელია

აკაკი გაწერელია
Date of birth:22 December, 1909
Date of death:1 December, 1994  (at 84 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1932 წელს.

1934 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო გამომცმელობებში, შემდეგ რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, თეატრალურ ინსტიტუტსა და თსუ-ში, აგრეთვე ა. პუშკინის სახელობის პედინსტიტეტში, სადაც 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრას. ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა 1927 წლიდან. ავტორია მონოგრაფიებისა: ნიკოლოზ ბარათაშვილი - 1945წ., გრიგოლ ორბელიანი - 1957წ., ვაჟა-ფშაველა - 1961წ.; აქვს გამოკვლევები ქართული ლექსთწყობის საკითხებზე, ფუნდამენტური ნაშრომი ქართული კლასიკური ლექსი - 1953, მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ტექსტოლოგიაში, გამოსცა პ. იოსელიანის "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა"- 1936წ., ეკუთვნის მოთხრობები და ნოველები: "ჩირიურთი", "იმამი ლოჟაში" - 1942წ., "ბოსკოს შეგირდი" - 1942წ., "სიკვდილი ბარათაშვილისა" - 1945წ., 1960წ. გამოაქვეყნა ნოველები, 1972წ. - მოთხრობა "შამილი და მისი ნაამბობი". ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი(1954).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.434

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: