The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


ალექსანდრე ორბელიანი

ალექსანდრე ორბელიანი
Legal name:ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი
Date of birth:24 May, 1802
Date of death:28 December, 1869  (at 67 years)
Category:Playwright, Historian, Poet, Publicist, Royalty

Biography

სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში ეწეოდა თვითგანვითარებას. 1828 წელს აირჩიეს თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. ალექსანდრე მონაწილეობდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1829 წელს მსახურობდა მრჩეველის თანამდედობაზე გუბერნიის სამმართველოში. იგი იყო 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, რისთვისაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე 1840 წელს ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მონაწილეობდა ჟურნალ "ცისკრის" აღდგენაში (რომელშიც აქვეყნებდა თავის თხზულებებს), ზრუნავდა ქართული თეატრის აღორძინების, ჟურნალ-გაზეთების დაარსების, სკოლების გახსნაში.

ალექსანდრე ორბელიანი ავტორია ლექსების, მოთხრობების, დრამების, მემუარების და პუბლიცისტური წერილების. მისი პირველი ლექსი "მთოვარე" გამოქვეყნდა 1832 წელს "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანში". ალექსანდრე იყო ერთ-ერთი პირველი ურითმო ლექსის ავტორი ახალ ქართულ პოეზიაში. მისი საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატურად თითქმის ერთ საკითხს ეხება. მწერლის მზერა საქართველოს წარსულს იყო მიპყრობილი, წარსულის იდეალიზაცია, მისი სიდიადის წარმოჩენა იყო ალექსანდრე ორბელიანის მთავარი მიზანი.

ყურადღებას იმსახურებს მისი "მემუარები", რომელშიც გადმოცემულია მწერლის თანადროული საქართველოს ვითარება, მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების დამახასიათებელი სურათები და ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი "ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი". 60-იანი წლების დასაწყისში მან მხარი დაუჭირა ერთიანი სალიტერატურო ენის დამკვიდრებას და მოითხოვა ძველი ქართული სალიტერატურო ენის აღდგენა, რათა იგი დასდებოდა საფუძვლად იმ დროინდელი მწერლობის განვითარებას.

ალექსანდრე ორბელიანის ისტორიული ხასიათის ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: "1829 წლის არეულობა საქართველოში", "საქართველოს მეფის ირაკლის ძე ლევან", "დაღესტნიდან ლეკების გადმოსვლა საქართველოში", "შეთქმა მეფის ირაკლის მეორეზე საქართველოში", "მოგონებანი", "აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქ. ტფილისში" — რომელშიც, მართალია, ზოგიერთი ტენდენციურობით, მაგრამ საყურადღებო ფაქტების მითითებით, აღწერილია კრწანისის ბრძოლა და იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ საქართველოში.

Bibliography


Share: