შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო ცირეკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1912 წელს დაამთავრა სასწავლებლის სრული კურსი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1914 წელს შეეყარა ტუბერკულიოზი და ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადავიდა კიევის უნივერსიტეტში, სწავლობდა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი სადიპლომო გამოკვლევა იყო ბაგრატის ტაძარი. 1916 წელს დაუახლოვდა "ცისფერყანწელებს". დააარსა გამომცემლობა "კირჩხიბი", 1919 წელს შეადგინა "ახალი მწერლობის ანთოლოგია", 1921 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "მთვარეულები", მცირე ხნით რედაქტორობდა ჟურნალ შვილდოსანს, 1919 წელს თარგმნა და გამოსცა სტეფან მალერმეს "ლექსები და პროზა", ასევე თარგმნა შარლ ბოდლერის პოემები პროზად, ოსკარ უაილდის ზღაპრები. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.512-513 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |