The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაბრიელ ქიქოძე (იმერეთის ეპისკოპოსი)

გაბრიელ ქიქოძე
Legal name:გერასიმე ქიქოძე
Date of birth:15 November, 1825
Date of death:26 December, 1896  (at 71 years)
Burial location:გელათის ღვთისმშობლის ეკლესია, ქუთაისი
Category:Educator, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი.

1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ქ. ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია.
1849-1858წწ. გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1851 წელს მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაიცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის დამლევს გაბრიელი დაინიშნა გორის ეპისკოპოსად. 1860 წელს იგი ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად და ამ უაღრესად საპატიო მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. გაბრიელმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. 1858 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი "ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემულ იქნა ქართულ (1865, 1884-1885, 1913, 1989), რუსულ (1893) და ინგლისურ (1867) ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. 1872 წელს მან გაილაშქრა გ. მუხრანბატონ-მუხრანელის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერის მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ერის ენის გაქრობის გარდუვალობას. აღსანიშნავია, აგრეთვე, გაბრიელ ეპისკოპოსის თავდადებული მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად.  ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2.-თბ.,1977.-გვ.607-608

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამფუძნებელი და საპატიო წევრი
  • ქუთაისის ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია, დამფუძნებელი

Bibliography


Share: