The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


გერონტი ქიქოძე

გერონტი ქიქოძე
Date of birth:4 September, 1885
Date of death:1 August, 1960  (at 74 years)
Category:Critic, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფ. ბახვი, ახლანდელი ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1912 წელს.

პირველი წერილი გამოაქვეყნა 1905 წელს გაზეთ ''მოგზაურში''. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1910 წლიდან.

გერონტი ქიქოძე გამოირჩეოდა დიდი გემოვნებით, უზადო ქართულით დაწერილი სტატიებითა და ესეებით. ის იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ქართული და უცხოური მწერლობის ფილოსოფიის, ესთეტიკისა და ეთიკის საკითხების საოცარი მცოდნე. 

ოციან წლებში გერონტი ქიქოძე უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლური ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს.

1927-1928 წელს იყო ლიტერატურული დაჯგუფების ''არიფიონის'' ერთ-ერთი მოთავე და მისი ალმანახის ''არიფიონის'' თანაავტორიც იყო.

ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლსიკურ ნიმუშადაა მიჩნეული ფრანგულიდან მის მიერ ნათარგმნი ''ტრისტანი და იზოლდა'', ''წითელი და შავი''. ''იტალიური ქრონიკები'', ''შაგრენის ტყავი'', პროსპერ მერიმეს ნოველები და სხვა.

გერონტი ქიქოძე ევროპული და ქართული ლიტერატურის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა, რის გამოც იგი თანამედროვე კრიტიკისა და ლიტერატურადმცოდნეობის განმსაზღვრელი გახდა.

Bibliography


Share: