Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
გიორგი ლასხიშვილი
| Other name: | ლალი (Pseudonym) |
| Date of birth: | 1866 |
| Date of death: | 1931 (at 65 years) |
| Burial location: | დიდუბის პანთეონი, თბილისი |
| Category: | Publicist |
Biography
გიორგი ლასხიშვილი იყო ქართველი პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი. ქართული კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1885) სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია, დაითხოვეს სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობის გამო. გ. ლასხიშვილი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული ციმბირში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1894) მუშაობდა ''ივერიის'' რედაქციაში, სადაც ''ლალის'' ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე თანამშრომლობდა ''ნოვოე ობოზრენიეში'', ''მოამბეში'', ''კვალში''. 1900-დან იყო ''ცნობის ფურცელის'' ფაქტობრივი რედაქტორი. 1905 წ. პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ ''საქართველოს'' ერთ-ერთი რედაქტორი.
Bibliography
- მემუარები (Author). - თბილისი, საქართველო, 1992. - 260გვ.
|