Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ დადიანი![]()
Biography1828 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. 1834 წლიდან პეტერბურგში მსახურობდა ჯერ ლაიბგრენადერთა, შემდეგ პრეობრაჟენკოეს პოლკში. 1844 წელს პოლკოვნიკი გახდა. მამის გარდაცვალების შემდეგ (1845) სამეგრელოში დაბრუნდა. ყირიმის ომის (1853-1856) დროს ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ რაზმს მეთაურობდა კავკასიის ფრონტზე. 1854 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ომის შემდეგ დაინიშნა გრენადერთა დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878) მონაწილეობისათვის მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1880 წელს სამხედრო სამსახურის 50 წლისთავზე - გენერალ-ადიუტანტის წოდება. გრიგოლ დადიანს ეკუთვნის ისტორიული პოემა "რუხის ბრძოლა", რომელშიც აღწერილია მეგრელ-იმერთა ერთობლივი ბრძოლა აფხაზთა და კავკასიელ მთიელ მომხდურთა წინააღმდეგ 1780 წელს, პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ლექსები და სხვა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("ცისკარი", "ივერია" და სხვა). წვლილი მიუძღვის იპოლიტ ბარტდინსკის მიერ "ვეფხისტრაოსნის" თარგმნის საქმეში. მთელი თავისი ქონება და ბიბლიოთეკა დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.329; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.37-38; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.110 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |