The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ დადიანი

გრიგოლ დადიანი
სხვა სახელი:იოანე მეგრელი  (ფსევდონიმი)
კოლხიდელი  (ფსევდონიმი)
მეგრელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1814
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1902  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. მარტვილის ტაძარი
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოეტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1828 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. 1834 წლიდან პეტერბურგში მსახურობდა ჯერ ლაიბგრენადერთა, შემდეგ პრეობრაჟენკოეს პოლკში. 1844 წელს პოლკოვნიკი გახდა. მამის გარდაცვალების შემდეგ (1845) სამეგრელოში დაბრუნდა. ყირიმის ომის (1853-1856) დროს ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ რაზმს მეთაურობდა კავკასიის ფრონტზე. 1854 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ომის შემდეგ დაინიშნა გრენადერთა დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად. იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878) მონაწილეობისათვის მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1880 წელს სამხედრო სამსახურის 50 წლისთავზე - გენერალ-ადიუტანტის წოდება. გრიგოლ დადიანს ეკუთვნის ისტორიული პოემა "რუხის ბრძოლა", რომელშიც აღწერილია მეგრელ-იმერთა ერთობლივი ბრძოლა აფხაზთა და კავკასიელ მთიელ მომხდურთა წინააღმდეგ 1780 წელს, პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე ლექსები და სხვა. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("ცისკარი", "ივერია" და სხვა). წვლილი მიუძღვის იპოლიტ ბარტდინსკის მიერ "ვეფხისტრაოსნის" თარგმნის საქმეში. მთელი თავისი ქონება და ბიბლიოთეკა დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.329; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.37-38; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.110

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: