The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


გურამ ასათიანი

გურამ ასათიანი
Date of birth:12 July, 1928
Date of death:28 June, 1982  (at 53 years)
Category:Critic, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1955 წლიდან ქართულ და რუსულ პრესაში იბეჭდება ასათიანის კრიტიკული წერილები თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე. მასვე ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული გამოკვლევა და გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ.ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, გ. რჩეულიშვილის ლიტერატურული პორტრეტები. მუშაობდა "ლიტერატურნაია გაზეტას" კორესპონდენტად. 1958-1960 წწ. იგი მუშაობდა კინოსტუდია ''ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილების გამგედ. 1963 წელს  გამოაქვეყნა წერილების კრებული ''პოეტები და პოეზია", 1965 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში XIX საუკუნის განყოფილების ხელმძღვანელია. 1969 წელს ''მერანი და მისი ავტორი" გამოიცა, რომელიც საფუძვლად დაედო 1974 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიას "ვეფხისტყაოსნიდან ბახტრიონამდე".  ამავე წელს იბეჭდება ნაშრომები - ალ. ყაბზეგისა და გ. ჭალადიდელის მოღვაწეობაზე კრებულში ''ქართული ლიტერატურის XIX საუკუნის II ნახევრის ისტორია". 1975 წელს მონაწილეობდა აფრო-აზიის მწერალთა და ლიტერატორთა სიმპოზიუმში ფილიპინებზე, დედაქალაქ მანილაში, რომლის შესახებ გამოაქვეყნა წერილი ''ფორტ სანტ-იაგოდან ხატინამდე". 1978 წლიდან ჟურნალ ''ლიტერატურნაია გრუზია"-ს მთავარი რედაქტორია. 1982წ. აპრილში გამოქვეყნდა  გახმაურებული წერილების კრებული - ''სათავეებთან" (რამდენიმე ცდა ქართული ხასიათისა და ესთეტიკური ბუნების გასარკვევად).

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - ''ევოლუცია ქართული პოეტური აზროვნებისა XIX საუკუნეში", დაიცვა 1977 წელს.  

Member of Organizations

  • სსრკ მწერალთა კავშირი, კრიტიკის საბჭოს წევრი (1976-)

Awards and Honors

  • 1974 - სსრკ სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: