Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
დავით ჩხეიძე
| Other name: | დია ჩიანელი (Pseudonym) |
| Date of birth: | 1890 |
| Date of death: | 1945 (at 55 years) |
| Category: | Writer |
Biography
დაბადების ადგილი: სოფ. დიმი, ახლანდელი ბაღდათის რაიონი.
დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რევოლუციური მუშაობისათვის ბაქოში გადაასახლეს. 1915-1917 მასწავლებლობდა იქაურ გიმნაზიაში, 1917-1933 წლებში მუშაობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1933-1937 კი, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1933-1934 იყო ქუთაისის თეატრის დირექტორი. პირველი წიგნი - ნოველებისა და ლეგენდების კრებული "შემოდგომის ცრემლები"- 1918 წელს გამოქვეყნდა. დ. ჩხეიძის ძირითადი ნაწარმოები რომანი "გიონ დარანა"- 1929 წელს გამოვიდა. 1933 წელს გამოსცა პროზაული კრებული "ორბი". თავკაცობდა ქუთაისის ლიტერატურულ ცხოვრებას. დ. ჩხეიძეს ეკუთვნის პიესები: "ურაგანი", "ბეთქილი", "ბაილი", "ნაირმალი".
Member of Organizations
- საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაცია, ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე (1928-1932)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე (1926-1928)
- საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე (1932-1937)
Bibliography
- გიონ დარანა : რომანი, ნოველები, მოთხრობები (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1970. - 311გვ.
- თადუმა (Author). - თბილისი, ნაკადული, 1969. - 15გვ.
- შემოდგომის ცრემლები : ნოველები და ლეგენდები (Author). - ქუთაისი, გამომცემელი ტუტკუ გვარამია, 1918. - 80გვ.
|