Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
დემნა შენგელაია
| Date of birth: | 9 May, 1896 |
| Date of death: | 7 December, 1980 (at 84 years) |
| Burial location: | დიდუბის პანთეონი, თბილისი |
| Category: | Writer |
Biography
დაბადრბის ადგილი: სოფ. საჭილაო, ახლანდელი სამტრედიის რაიონი.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დემნა შენგელაიამ სწავლა მოსკოვში განაგრძო, მალევე დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო სამხრეთის ფრონტზე მიმდინარე საომარ ოპერაციებში. 1920 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტზე, შემდგომ გეოლოგიის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს დემნა შენგელაია იყო სამწერლო ორგანიზაციის პრეზიდიუმისა და ლიტერატურული ჟურნალ გაზეთების რედკოლოგიათა წევრი, მწერალთა რესპუბლიკურ და საკავშირო ყრილობათა დელეგატი, პროზისა და მთარგმნელობითი სექციების ხელმძღვანელი, გამომცემლობა "ზარია ვოსტოკას" მთავარი რედაქტორი, მეორე მსოფლიო ომის წლებში ფრონტული გაზეთის რედაქტორი. აქტიური ლიტერატორული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დემნა შენგელაია დაჯილდოვებულია ორდენებითა და მედლებით. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევები ფოლკლორისტიკაში.
Member of Organizations
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-)
Awards and Honors
- შრომის წითელი დროშის ორდენი
Bibliography
- შთაგონება : რომანი (Author). - თბილისი, სახელგამი, 1949. - 148გვ.
- ბათა ქექია : რომანი (Author). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1933. - 300გვ.
- ლაფშა : მოთხრობა (Author). - ტფილისი, 1926. - 34გვ.
- სანავარდო : რომანი (Author). - ტფილისი, სახელგამი, 1926. - 197გვ.
|