The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი
Other name:ბაქარ ქართლელი  (Pseudonym)
Date of birth:26 April, 1814
Date of death:5 November, 1887  (at 73 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Publicist, Saint

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მერეთი, გორის რაიონი.

1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს (1835), 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864 წლამდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. 1876-1879 თბილისის ქალაქისთავი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) ქართველი ერი დაწყევლა. ყიფიანმა მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მეფის აგენტებმა ვერაგულად მოკლეს. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. ლიტერატურილი მოღვაწეობა დიმიტრი ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" (გამოქვეყნდა "ცისკარში" 1896). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის "გაყრა". 1857-იდან თანამშრომლობდა "ცისკარში". აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა "ახალი ქართული გრამატიკა", რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნის ლექსი - პასუხი ვახტანგ ორბელიანის მიძღვნის ლექსზე - "ძველი მეგობრობის პასუხი" (გაზეთი "დროება", 1883, ფსევდონიმით "ბაქარ ქართლელი"), აგრეთვე მემუარები რუსულ ენაზე (1884-1885). 2007წ. საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი, ერის წინაშე გაწეული უდუდესი ღვაწლის გამო წმინდანად შერაცხა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.654; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.331

Member of Organizations

  • თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, დამფუძნებელი
  • კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამფუძნებელი
  • ქართული დრამატული საზოგადოება, დამფუძნებელი

Bibliography


Share: