Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან გაფრინდაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1914 წელს. რედაქტორობდა ჟურნალ "მეოცნებე ნიამორებს" 1919—1924წწ., წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა და გაზეთ "ზარია ვოსტოკას" მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას. ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო. წერდა რუსულ ენაზე. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "მეგობარში". მის შემოქმედებაში გამოვლინდა ქართული სიმბოლისტური პოეზიის იდეურ-თემატიკური და მხატვრული მოტივები. ლექსების პირველი კრებული 1919 წელს გამოსცა. ეს იყო ქართული სიმბოლისტური პოეზიის ყველაზე ტიპიური ლექსების კრებული. 20-იანი წლების დამდეგიდან პოეტის შემოქმედებაში დაიწყო "მიწასთან დაბრუნების" ხანა, მან ახლებურად გაიაზრა პოეტური ხელოვნების პრინციპები. საგულისხმოა გაფრინდაშვილის წერილები შოთა რუსთაველზე, დავით გურამიშვილზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე. ქართულად თარგმნა ეჟენ პოტიეს, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ჰაინრიხ ჰაინეს, ვიქტორ ჰიუგოს, ედგარ ალან პოს, ალექსანდრე პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, ვლადიმერ მაიაკოვსკის ნაწარმოებები. რუსულად თარგმნა და 1923 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. თბილისში გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებულები: "ლექსებ" (1926), "ლექსები" (1937), "რჩეული" (1956), ხოლო 1990 — კრებული, სადაც ლექსებთან ერთად შევიდა პოემა, თარგმანები, ესეები, წერილები მწერლის არქივიდან. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.98 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |