The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


ვალერიან გაფრინდაშვილი

ვალერიან გაფრინდაშვილი
Date of birth:2 January, 1889
Date of death:31 January, 1941  (at 52 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1914 წელს. რედაქტორობდა ჟურნალ "მეოცნებე ნიამორებს" 1919—1924წწ., წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა და გაზეთ "ზარია ვოსტოკას" მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას. ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო. წერდა რუსულ ენაზე. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "მეგობარში". მის შემოქმედებაში გამოვლინდა ქართული სიმბოლისტური პოეზიის იდეურ-თემატიკური და მხატვრული მოტივები. ლექსების პირველი კრებული 1919 წელს გამოსცა. ეს იყო ქართული სიმბოლისტური პოეზიის ყველაზე ტიპიური ლექსების კრებული. 20-იანი წლების დამდეგიდან პოეტის შემოქმედებაში დაიწყო "მიწასთან დაბრუნების" ხანა, მან ახლებურად გაიაზრა პოეტური ხელოვნების პრინციპები. საგულისხმოა გაფრინდაშვილის წერილები შოთა რუსთაველზე, დავით გურამიშვილზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე. ქართულად თარგმნა ეჟენ პოტიესიოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ჰაინრიხ ჰაინეს, ვიქტორ ჰიუგოს, ედგარ ალან პოს, ალექსანდრე პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, ვლადიმერ მაიაკოვსკის ნაწარმოებები. რუსულად თარგმნა და 1923 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. თბილისში გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებულები: "ლექსებ" (1926), "ლექსები" (1937), "რჩეული" (1956), ხოლო 1990 — კრებული, სადაც ლექსებთან ერთად შევიდა პოემა, თარგმანები, ესეები, წერილები მწერლის არქივიდან.

Member of Organizations

  • "ცისფერყანწელები" , წევრი
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, მთარგმნელობითი სექციის თავმჯდომარე

Bibliography


Share: