Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილი
| Date of birth: | 1438 (575 years) |
| Date of death: | 14?? |
| Category: | Medical Doctor, Politician |
Biography
XV საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი. ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის მებრძოლი. ციციშვილთა ფეოდალური საგვარეულოსა და საციციანოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. XV საუკუნის 60-იან წლებში იგი ფანასკერტიდან (ტაო) შიდა ქართლში გადასახლდა. მის სახელთან არის დაკავშირებული საციციანოს კულტურული დაწინაურება, ყინწვისის მონასტრის განახლება და ეკვდერის მიშენება. ავტორია ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა "სამკურნალო წიგნი-კარაბადინი". წიგნში განხილულია თეორიული და პრაქტიკული მედიცინის საკითხები. მისი აზრით, ავადმყოფის განსაკურნავად საჭიროა, ზუსტ ცოდნაზე აგებული მკურნალობის რაციონალური მეთოდების გამოყენება. იგი უარყოფს ფსიქიკური დაავადებათა მისტიკურ ბუნებას და მათ ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების გამოვლენად მიიჩნევს. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი-მხედართმთავარი და ბრძენთმთავარი, ასე მოიხსენიება ძველ თუ ახალ წყაროებში პიროვნება, რომელსაც ქვეყნის წინაშე მიუძღვის დიდი ღვაწლი, როგორც იმ დროინდელი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლისათვის.
Bibliography
- სამკურნალო წიგნი : კარაბადინი (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1978. - 1009გვ.
|